მასწავლებლის სახელი,გვარი-ირინა კირვალიძე
საგანი-ქართული
სწავლების საფეხური-საბაზო,მერვე კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა-30 მოსწავლე,სსსმ კლასში არ არის.
გაკვეთილის თემა-ილია ჭავჭავაძის ,,აჩრდილი’’
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეებმა
უნდა ამოიცნონ და გაიაზრონ აღნიშნულ ლექსში წამოჭრილი საკითხი,განაზოგადონ
ეროვნულ -სოციალურ ჭრილში,ჩასწვდნენ პრობლემის არსს.ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიის გახსენებით
მათ უნდა მონახონ საერთო მის შემოქმედებასა და განვლილ ცხოვრებას შორის.
მოსწავლეებმა
უნდა შეძლონ კრიტიკული ანალიზი,არგუმენტირებული
მსჯელობა კონკრეტულ საკითხზე.
ე.ს.გ.-თი მისაღწევი
შედეგები-ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ
საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს,
გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავენ
გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ
საკითხებზე.
ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო(წთ)
|
|
1.
|
გამოწვევა/მოლოდინის განსაზღვრა
|
დაფაზე წერია სიტყვა ,,პატრიოტი’’,მოსწავლეებს ვუსვამ კითხვას :რა არის
პატრიოტიზმი? ვინ შეიძლება იყოს პატრიოტი?მივიჩნიოთ თუ არა ილია ასეთ ადამიანად?თუ
კი ან არა,რატომ?მოსწავლეები წებოვან ბარათებზე წერენ თავიანთ მოსაზრებებს და აკრავენ
დაფაზე.მასწავლებელი რამდენიმე მოსწავლესთან ერთად კითხულობს და შინაარსის მიხედვით
ალაგებს აღნიშნულ ბარათებს.ბავშვები მსჯელობენ შედეგებზე.
|
საერთო საკლასო
|
წებოვანი ბარათები;ცარცი
|
10 წთ
|
2.
|
პრეზენტაცია
|
პრეზენტაციის საშუალებით მოსწავლეები გაიხსენებენ ი.ჭავჭავაძის ბიოგრაფიას
და შემოქმედებით გზას.
|
საერთო საკლასო
|
კომპიუტერი ;პროექტორი
|
10 წთ
|
3.
|
ლექსში წამოჭრილი საკითხის გაანალიზება
|
მოსწავლები ფლიფჩარტებზე წერენ ლექსში წამოჭრილ პრობლემებს და ერთმანეთთან
მიზეზს და შედეგს ისრებით აკავშირებენ (მაგ: წარსულის დავიწყება>უიმედობა>რწმენის
დაკარგვა>დაბეჩავება>პრობლემასთან შეგუება>თავისუფლების დაკარგვა.)მოსწავლეები
მსჯელობენ იმ საკითხებზე,რომლებიც იმ ეპოქამ მოიტანა და მათ გამომწვევ მიზეზებზე.
|
ჯგუფური
|
ფლიფჩარტი;მარკერები
|
15წთ
|
4.
|
გაკვეთილის შეჯამება(ილიას საოცნებო საქართველო)
|
პოემა სრულდება ციტატით,,ჰოი,სახიერო,ცისარტყელა
განავლე ცასა,რათა წარღვნისა მოლოდინი წარხოცო ხალხსა“.დაფაზე დახატავენ ცისარტყელას
ფერადი ცარცით და თითოეულ ფერს მიუწერენ ილიას სურვილებს(როგორ საქართველოს ნატრობდა.)
|
ინდივიდუალური
|
ფერადი ცარცი;დაფა
|
7-8 წთ
|
5.
|
საშინაო დავალება
|
დავალებად მიეცემათ ლექსის ტექსტობრივი ანალიზი.
|
2 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები
ამოიცნობენ და გააანალიზებენ ლექსში წამოჭრილ საკითხს;
პრობლემას განაზოგადებენ
ეროვნულ-სოციალურ ჭრილში;
პრეზენტაციის
საშუალებით გაიხსენებენ ილიას ბიოგრაფიისა და შემოქმედების ძირითად დეტალებს და იპოვიან კავშირს მათ შორის.
მოსწავლეები
იმსჯელებენ საკითხებზე,რომლებიც იმ ეპოქისთვის
იყო დამახასიათებელი.
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კრიტიკული ანალიზისა და
მსჯელობის უნარ-ჩვევები.
გაკვეთილის შეფასების ფორმები:განმსაზღვრელი;განმავითარებელი.(გეგემას
თან ახლავს შეფასების რუბრიკა)
ხელმოწერა:
ი.კირვალიძე
ზეპირმეტყველების შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალოზე მაღალი
|
საშუალო
|
საშუალოზე დაბალი
|
დაბალი
|
(9-10)
|
(7-8)
|
(5-6)
|
(3-4)
|
(1-2)
|
|
საუბარი
|
მკაფიოდ მეტყველებს და აქვს კონტაქტი მსმენელთან.
|
ძირითადად მეტყველება გასაგებია და აქვს კონტაქტი მსმენელთან.
|
ცდილობს მკაფიოდ გამოთქვას სათქმელი, თუმცა მსმენელებს
უჭირთ გაგება.
|
მეტყველება არამკაფიოა, მსმენელებს უჭირთ გაგება.
|
უჭირს გასაგებად მეტყველება.
|
არავერბალური კომუნიკაცია
|
შეუძლია ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური
კომუნიკაციის ფორმები (თვალით, ჟესტებით, გამომეტყველებით, ხმით).
|
ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი.
|
იშვიათად იყენებს არავერბალურ კომუნიკაციის ფორმებს.
|
ცდილობს არავერბალური კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის
გამოყენებას.
|
არ იყენებს არავერბალურ კომუნიკაციას.
|
მოსაზრების არგუმენტირება
|
მოსაზრება ორიგინალურია .
|
მოსაზრება გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით. არის ლოგიკური კავშირი საკითხთან.
|
მსჯელობს, თუმცა მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს
საკითხთან და არ არის გამყარებული ფაქტებით.
|
ცდილობს არგუმენტის მოძიებას, თუმცა უჭირს მოსაზრების
ფაქტებით გამყარება.
|
ვერ მოჰყავს არგუმენტი, არ შეუძლია არგუმენტირებულად
მსჯელობა.
|
ლოგიკური ბმა
|
საუბრისას წინადადებები და თემები ლოგიკურად ებმის
ერთმანეთს.
|
წინადადებები ყოველთვის ლოგიკურადაა ერთმანეთთან დაკავშირებულ,
ხშირად ახალი თემაც პირდაპირ უკავშირდება ძირითად სათქმელს.
|
სათქმელი ლოგიკურადაა გადმოცემული, თუმცა ახალი თემა
პირდაპირ კავშირში არ არის ძირითად სათქმელთან.
|
ცდილობს, სათქმელი ლოგიკურად დააწყოს
|
საუბრისას არ შეუძლია სათქმელი ლოგიკურად დააწყოს
|
No comments:
Post a Comment