შეფასების რუბრიკები

კრიტერიუმები
5
4
3
2
1
საუბარი
მკაფიოდ მეტყველებს და აქვს კონტაქტი მსმენელთან.
ძირითადად მეტყველება გასაგებია და აქვს კონტაქტი მსმენელთან.
ცდილობს მკაფიოდ გამოთქვას სათქმელი, თუმცა მსმენელებს უჭირთ გაგება.
მეტყველება არამკაფიოა, მსმენელებს უჭირთ გაგება.
უჭირს გასაგებად მეტყველება.
არავერბალური კომუნიკაცია
შეუძლია ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები (თვალით, ჟესტებით, გამომეტყველებით, ხმით).
ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი.
იშვიათად იყენებს არავერბალურ კომუნიკაციის ფორმებს.
ცდილობს არავერბალური კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებას.
არ იყენებს არავერბალურ კომუნიკაციას.
მოსაზრების არგუმენტირება
მოსაზრება ორიგინალურია .
მოსაზრება გამყარებულია ფაქტებით,  ცნებებით. არის ლოგიკური კავშირი საკითხთან.
მსჯელობს, თუმცა მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებული ფაქტებით.
ცდილობს არგუმენტის მოძიებას, თუმცა უჭირს მოსაზრების ფაქტებით გამყარება.
ვერ მოჰყავს არგუმენტი, არ შეუძლია არგუმენტირებულად მსჯელობა.
ლოგიკური ბმა
საუბრისას წინადადებები და თემები ლოგიკურად ებმის ერთმანეთს.
წინადადებები ყოველთვის ლოგიკურადაა ერთმანეთთან დაკავშირებულ, ხშირად ახალი თემაც პირდაპირ უკავშირდება ძირითად სათქმელს.
სათქმელი ლოგიკურადაა გადმოცემული, თუმცა ახალი თემა პირდაპირ კავშირში არ არის ძირითად სათქმელთან.
ცდილობს, სათქმელი ლოგიკურად დააწყოს
საუბრისას არ შეუძლია სათქმელი ლოგიკურად დააწყოს

No comments:

Post a Comment